|
2016-12-23 18:05:36, 857 ნახვა
საზოგადოება
პატარაძე და ყოლბაია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ქართველთა და აფხაზთა ურთიერთობებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ქართველთა და აფხაზთა ურთიერთობებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ, რომელიც სკოლა ,,გორდამ" წარმოადგინა. ღონისძიებაში - ,,საერთო წარსულით საერთო მომავლისკენ " სკოლის მოსწავლეებმა ჩვენი უახლესი ისტორია გაიხსენეს და აფხაზეთის თემაზე წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს საგალობლები, წარმოადგინეს სხვადასხვა ქორეოგრაფიული ნომერი და პერფორმანსი. გაიმართა ამავე სახელწოდების ფილმის ჩვენება, რომელიც ,,გორდელებმა" მოამზადეს. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ აფხაზეთისა და აჭარის მთავრობის, საქართველოს საპატრიარქოსა და აჭარაში მცხოვრები აფხაზური დიასპორის წარმომადგენლები. ,,ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ინიციატივები. სითბოს, ადამიანობის, სიკეთის მომტანი დღეა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო დღევანდელი ღონისძიების ორგანიზატორებს. ეს არის მაგალითი, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ მეგობრობაში, სიმშვიდეში. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბათუმის აფხაზებს, რომლებიც ჩართულები არიან სხვადასხვა პროექტში. მათი დამსახურებაა ჩვენი რეგიონის ცნობადობის ამაღლება, ჩვენ შორის ურთიერთობების გაღვივება. აფხაზეთიდან ჩამოსულმა არაერთმა მოზარდი ჩაერთო სხვადასხვა პროექტში. დარწმუნებული ვარ, მსგავსი ღონისძიებები მომავალში აქტიური ურთიერთობების საწინდარი იქნება"-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. დღევანდელი ღონისძიება სკოლა ,,გორდას" ორგანიზებით, აფხაზეთის მთავრობისა და საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიება ტრადიციულად 2012 წლიდან ტარდება. რამდენიმე ეტაპიანი პროექტის ფარგლებში აფხაზეთის თემაზე შესრულებული ნახატების და ესეების კონკურსები გაიმართა, მომზადდა პატარა ფილმი და აფხაზ თანატოლებს ,,გორდელებმა" წერილები გაუგზავნეს სათაურით: ,,მზე ვერ გაგათბობთ, ჩვენ უფრო თბილი ვართ". ღონისძიების მიმდინარეობისას გაკეთდა სპეციალური პანო: ,,ჩვენ დავბრუნდებით", რომელზეც მონაწილეებმა საკუთარი ხელწერები დატოვეს.
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)