|
2016-12-22 21:20:31, 2780 ნახვა
ეკონომიკა
აჭარაში საუკეთესო ტურისტული ობიექტების დაჯილდოვება გაიმართა
სასტუმრო ,,ინტურისტ პალასში" ტურიზმის რეგიონალური ფორუმი „მაგნოლია 2016" გაიმართა, სადაც ტურიზმის სექტორის წარმატებული კომპანიები დაჯილდოვდნენ. ფორუმს აჭარის ა/რ მთავრობის თვამჯდომარე ზურაბ პატარაძე მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით „მაგნოლია 2016" წელს მეორედ ტარდება. ღონისძიების მიზანი რეგიონში ტურიზმის დარგის სტიმულირება და გაუმჯობესებაა, რაც ტურიზმის სექტორში სერვისის ამაღლებას შეუწყობს ხელს. ფორუმზე პირველი ჯილდო გამარჯვებულ კომპანიას, სასტუმრო ,,ჰილტონს", სიმბოლურად აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ გადასცა. სულ ღონისძიებაზე 10 ნომინაციაში დაჯილდოვდა საუკეთესო საერთაშორისო ბრენდული სასტუმრო, სასტუმრო, სასტუმრო-საოჯახო სახლი სოფლად, რესტორანი, ტურისტული ატრაქცია, მუზეუმი, გიდი, ტურისტული სააგენტო, ტურისტული მარშრუტი და ახალი ტურისტული პროდუქტი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გამარჯვებულები მომხმარებელთა კვლევისა და ტურიზმის სექტორის გამოკითხვების შედეგად გამოავლინა. მომხმარებელთა კვლევა პირისპირ და ონლაინ კვლევის მეთოდით სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ჯამში 1200 ტურისტი და მომხმარებელი გამოიკითხა. კვლევა ასევე ითვალისწინებდა Trip Adviser-ზე, Booking.com-სა და Facebook.com-ზე ტურისტების შეფასებებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საუკეთესო სერვისის მქონე ტურისტული ობიექტების გამოვლენისას მომხმარებლის კვლევის გარდა ტურისტული სააგენტოების, განთავსებისა და კვების ობიექტების, გიდებისა და სატრანსპორტო კომპანიების შეფასებებიც გამოიყენა. ტურიზმის რეგიონალურ ფორუმზე "მაგნოლია-2016" ტურიზმში დასაქმებული კერძო კომპანიების, დონორი ორგანიზაციების, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის 200 - მდე წარმომადგენელი იყო მოწვეული.
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)