|
2016-12-21 21:43:40, 2399 ნახვა
ეკონომიკა
ცოტნე ყავლაშვილი: დღეს, ხაზინის სავალუტო ანგარიშზე ჩამორიცხულია ევროკავშირის გრანტი 6 მილიონი ევროს ოდენობით
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, სახაზინო სამსახურის ხელმძღვანელის, ცოტნე ყავლაშვილის განცხადებით, ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა მიმდინარე წლის ბიუჯეტის 11 თვის შესრულების საბოლოო პარამეტრები, რაც მნიშვნელოვნად მეტყველებს ბიუჯეტის თანაბარ ხარჯვაზე. მისი თქმით, მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, ხარჯების მიმართულებით შესრულების მაჩვენებელი 89-პროცენტიანია. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამ კუთხით შესრულების მაჩვენებელი 2016 წლის დეკემბერშიც უკეთესი იქნება გასულ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. „მნიშვნელოვანი გადაჭარბება გვაქვს საგადასახადო შემოსავლების კუთხით. დეკემბერში უკვე მიღებული გვაქვს დაფინანსება საგარეო წყაროებიდან. როგორც ცნობილია, აზიის განვითარების ბანკიდან ჩვენ მივიღეთ საბიუჯეტო დაფინანსება 258 მლნ ლარის ოდენობით. დღეს, ხაზინის სავალუტო ანგარიშზე ჩამორიცხულია ევროკავშირის გრანტი 6 მილიონი ევროს ოდენობით. ჯამში, დეკემბერში ევროკავშირისგან ველოდებით საბიუჯეტო გრანტებს 100 მლნ ლარის ოდენობით. ამდენად, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია ოპონენტების კომენტარები ბიუჯეტზე, რომელიც დაგეგმილია, გაწერილია და შესრულდება ყველა გეგმიური პარამეტრის მიმართულებით," - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ცოტნე ყავლაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)