|
2016-12-18 17:10:02, 999 ნახვა
საზოგადოება
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღგენილია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად (ღამის საათებში ყინვა -28 გრადუსია, დღის საათებში კი -12 გრადუსი), ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია და ამ გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. „უსაფრთხოების მიზნით და საცობების თავიდან ასაცილებლად, საპატრულო პოლიცია მისაბმელიან ტრანსპორტს ეტაპობრივად ატარებს. მისაბმელიანი ტრანსპორტის ნაწილი უკვე გატარებულია როგორც მლეთის, ასევე ლარსის მიმართულებიდან. გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორცილდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით, მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში მიმდინარეობს ცალმხრივად. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით ხდება“,-აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)