00:59 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-16 14:06:56, 972 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის ასოციაცია სამინისტროს ახალ ინიციატივას მიესალმება

„ჯანდაცვის ასოციაცია“,  საყოველთაო ჯანდაცვის პროექტებში  კლინიკების  სელექციურ კონტრაქტებზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივას მიესალმება.

ჯანდაცვის ასოციაციაში მიიჩნევენ რომ აღნიშნული ინიციატივა ქვეყანაში ხელს შეუწყობს ჯანდაცვის სერვისებზე ხარისხის გაზრდას, პაციენტების უსაფრთხოებას და სახელმწიფოს მნიშვნელოვნად დაუზოგავს არამიზნობრივ ხარჯებს.

შესაბამისი  საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედების შემდეგ საყოველთაო ჯანდაცვით მოსარგებლე ბენეფიციარები გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მეტი  და მაღალხარისხიანი სამედიცინო სერვისების მიღებას შეძლებენ.

„ჯანდაცვის ასოციაცია“ ასევე მზადყოფნას გამოთქვამს, ადგილობრივი და მოწვეული ჯანდაცვის ექსპერტების ჩართულობით დაეხმაროს სახელმწიფოს სპეციალური კრიტერიუმებისა და ხარისხის ინდიკატორების შემუშავებაში.

„ჯანდაცვის ასოციაცია“ საქართველოში ყველაზე დიდი ჰოსპიტალური გაერთიანებაა, რომელშიც 75 კლინიკაა გაერთიანებული, რომელთა ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობა ქვეყნის მთლიანი საწოლფონდის 42 % შეადგენს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics