05:06 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-15 07:59:40, 1191 ნახვა

პოლიტიკა
ავრამოპულოსი: ვიმედოვნებ, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა რეალობად იქცევა გაზაფხულის დასაწყისში

მოხარული ვარ, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ტრიალოგი წარმატებით დასრულდა და ველოდები იგივე შედეგს უკრაინისთვის, - ამის შესახებ მიგრაციის საკითხებში ევროკომისარმა, დიმიტრის ავრამოპულოსმა განაცხადა.

როგორც ავრამოპულოსმა აღნიშნა, საქართველომ ყველა წინაპირობა შეასრულა. 

"ამ ორმა ქვეყანამ განახორციელა რეფორმების სერია ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესასრულებლად და ახლა ჩვენი დროა, რომ დანაპირები შევასრულოთ და მათ მოქალქეებს ევროპაში უვიზო მიმოსვლა მივანიჭოთ. ჩვენს საერთო პრიორიტეტს ახლა წარმოადგენს როგორც შეჩერების მექანიზმის ამოქმედების, ისე საქართველოს და უკრიანის ვიზალიბერალიზაციის ინიციატივების მიღების პროცედურების დაჩქარება",-აღნიშნა ავრამოპულოსმა.

მისივე თქმით, საქართველოსა და უკრაინასთან უვიზო რეჟიმის სწორი გამოყენება ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება.

"ჩვენ უნდა შევასრულოთ პარტნიორების წინაშე აღებული ვალდებულებები. საქართველოსა და უკრაინასთა უვიზო რეჟიმის სწორი გამოყენება ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება, ეს გააძლიერებს კულტურულ და ეკონომკურ კავშირებს, გააქტიურებს მობილობას ამ ქვეყნებსა და ევროკავშირის წევრებს შორის. ეს არის მნიშვნელოვანი და სიმბოლური მიღწევა, რომელიც ერებს დაახალოებს.  ვიმედოვნებ, რომ ის რეალობად იქცევა გაზაფხულის დასაწყისში, შეჩერების მექანიზმის წყალობით, რომელსაც ახლა განვიხილავთ",-აღნიშნა ავრამოპულოსმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics