|
2015-03-25 12:23:41, 997 ნახვა
ეკონომიკა
ჭირაქაძე: საზოგადოებისა და ბიზნესის დაწყნარება მნიშვნელოვანია, რათა ყველანი კალაპოტში ჩავდგეთ
"საზოგადოებისა და ბიზნესის დაწყნარება ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ყველანი კალაპოტში ჩავდგეთ“, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ხვდება. გიორგი ჭირაქაძე ეკონომიკის მინისტრი მსგავსად ლარის გამყარებას ზაფხულის პერიოდში ელოდება. „როდესაც კურსი ძალიან მერყევია, ბიზნესისთვის ძალიან რთული პროგნოზის გაკეთება, თუ რა მოხდება ხვალ. ამიტომ ყველანი თავს იკავებენ საინვესტიციო და სხვა ქმედებისგან. ჩვენ გვინდა დავინახოთ, რომ ეროვნული ბანკის გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ სტაბილურობა მაქსიმალურად იყოს შენარჩუნებული ქვეყანაში. ეკონომიკურ გუნდთან გვქონდა შეხვედრა და დაგვპირდნენ, რომ ისინი ამისთვის ყველაფერს გააკეთებდნენ. პირველი ნიშნებს უკვე ვხედავთ. ვიცით, რომ ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ზაფხულის პერიოდში ელოდება კურსის გამყარებას. მეც ველოდები ნამდვილად, რომ სავალუტო შემოდინებები ზაფხულის განმავლობაში გაცილებით მეტი იქნება. საზოგადოებისა და ბიზნესის დაწყნარება ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ყველანი კალაპოტში ჩავდგეთ და ყველამ ჩვენი საქმე გავაგრძელოთ“, - განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)