|
2016-12-13 22:02:43, 1173 ნახვა
სამხედრო
სპორტული შეჯიბრი „გორგასლიანი“ დასრულდა
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე სპორტული შეჯიბრი „გორგასლიანი“ დასრულდა. სპორტის სახეობებსა და გუნდურ თამაშებში გამარჯვებულ სამხედრო მოსამსახურეთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრო. საზეიმო ცერემონიალი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. სამხედრო მოსამსახურეებმა და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას. დამსწრე საზოგადოება და სამხედროები საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა მოძღვარმა, დეკანოზმა დავით ლონდარიძემ დალოცა. მან სამხედროებს წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღე მიულოცა დასამხედრო კარიერული წინსვლა უსურვა. „გორგასლიანის“ ტურნირში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა გენერალური შტაბის უფროსმა. ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ სამხედრო მოსამსახურეებს ტურნირში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა. მან ქართულ ქვედანაყოფებში გუნდურობის პრინციპზე ისაუბრა და ამ საქმეში სპორტული ღონისძიებების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. წელს „გორგასლიანი“ სპორტის ექვს სახეობაში ჩატარდა: ლელო-ბურთი, შვიდკაცა რაგბი, ჭადრაკი, ხელჩართული ბრძოლა ხრიდოლის წესებით, საბრძოლო მრავალჭიდი და მძლეოსნობა-ესტაფეტა. „გორგასლიანის“ ტურნირში გამარჯვებულ სამხედრო მოსამსახურეებს ხარისხობრივი მედლები, სიგელები, პირველადგილოსნებს კი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული გმირების სახელობის გარდამავალი ფარ-ხმალი სახეობების მიხედვით გადაეცათ. შეჯიბრი „გორგასლიანი“ სამხედრო მოსამსახურეთა ფიზიკური მომზადებისა და საბრძოლო სულისკვეთების ამაღლებას ისახავს მიზნად. ტურნირი ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობას საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვეითი ბრიგადებისა და ქვედანაყოფების ჯარისკაცები ღებულობენ.
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)