|
2015-03-25 10:59:27, 1044 ნახვა
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა ხორცპროდუქტების რამდენიმე იმპორტიორი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ხორცპროდუქტების იმპორტიორები გამოვლინდნენ, რომელთა კანონსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, საგამოძიებო სამსახურმა აღნიშნულ ფაქტზე 3 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. დადგენილია, რომ ბრალდებულების მიერ, ურთიერთდამოკიდებული, რამოდენიმე კომპანიის სახელით, 2013-2015 წლებში საქართველოში იმპორტირებული იქნა 5 773 716 ლარის ღირებულების ხორცპროდუქტები. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ბოროტად იყენებდნენ საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ საშეღავათო პერიოდს და არ ახორციელებდნენ იმპორტისას დარიცხული იმპორტისა და დამატებითი ღირებულების გადასახადების გადახდას. საერთო ჯამში, ზემოთჩამოთვლილი პირების მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა 925 442 ლარის ზიანი. საქმეზე გრძელდება გამოძიება სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 6 წლამდე.
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)