|
2015-03-24 19:39:52, 972 ნახვა
ეკონომიკა
ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“–სთვის ბიუჯეტიდან 10 000 000 ლარი გამოიყო
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“–სთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ათი მილიონი ლარი გამოიყო. აღნიშნულს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ განკარგულება ითვალისწინებს, რომელიც პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერაა ხელმოწერილი. ათი მილიონიდან 7 561 000 ლარი „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყოფა და სამშენებლო, სარემონტო–სარეკონსტრუქციო სამუშაოები, შესაბამისი აღჭურვისა და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაფინანსდება. 2 439 000 ლარი კი, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა, რითაც ოფიციალური ფესტივალის გახსნა–დახურვის ცერემონიალი ნაწილობრივ დაფინანსდება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)