19:17 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-09 22:00:23, 2346 ნახვა

საზოგადოება
წინანდალში ქმარმა ახალგაზრდა ცოლი თოფით მოკლა

წინანდალში ქმარმა ახალგაზრდა ცოლი თოფით მოკლა, - ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2"-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, მკვლელობა სოფელში დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, 33 წლის ქალს სასიკვდილო ჭრილობა ქმარმა თავის არეში მიაყენა. დაჭრილი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზი ეჭვიანობა გახდა, რასაც წინ ცოლ-ქმარს შორის სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. 

​შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტზე ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics