02:12 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-09 19:46:28, 1833 ნახვა

პოლიტიკა
ინაშვილი: არ მიმაჩნია სწორად საკონსტიტუციო კომისიაში პრეზიდენტის ინსტიტუტის იგნორირება

არ მიმაჩნია სწორად საკონსტიტუციო კომისიაში პრეზიდენტის ინსტიტუტის იგნორირება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, როდესაც იქმნება საკონსტიტუციო კომისია, აუცილებელია კომისიაში ფართო სპექტრი იყოს წარმოდგენილი.

„პრეზიდენტის ინსტიტუტი უნდა მონაწილეობდეს კომისიის მუშაობაში. თუ კონკრეტულად პრეზიდენტი  - არა,  მისი რომელიმე წარმომადგენელი მაინც. არ მგონია, რომ რაიმე საფრთხის შემცველია, ან რაიმე პრობლემებს შექმნიდა პრეზიდენტის მონაწილეობა“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ინაშვილის განცხაებით პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, უმრავლესობის მხრიდან მეტი არგუმენტია საჭირო იმის დასამტკიცებლად, რომ პრეზიდენტი პარლამენტმა და არა ხალხმა უნდა აირჩიოს.

„წინასწარ ცნობილია რამდენიმე საკითხი, რაზეც ამ კომისიამ უნდა იმსჯელოს და შეისწავლოს. ერთ-ერთი ეხება პრეზიდენტის არჩევის საკითხს. ამასთან მიმართებაში ჩვენ კითხვები გვაქვს. მეტი არგუმენტები გვჭირდება უმრავლესობის მხრიდან, რატომ უნდა აირჩიოს პრეზიდენტი პარლამენტმა და არა ხალხმა. იმიტომ იქნება ეს კომისია, რომ დაისვას შეკითხვები, გაიმართოს დისკუსია და ამ დისკუსიის ფარგლებში ყველა უნდა მონაწილეობდეს“, - აღნიშნა ირმა ინაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics