|
2016-12-09 15:38:34, 1618 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კვირიკაშვილი: არ არის აუცილებელი მეათე ხარისხოვან კონფერენციებზე ნახევარი სამინისტროების დასწრება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დანაშაულებრივი გადაწყვეტილებაა, თუ ვინმემ ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაცია გაიგო ისე, რომ საბავშვო ბაღებში ბავშვებს რაციონი შეუმცირდეთ. კვირიკაშვილი ამბობს, რომ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების უამრავი რესურსი არსებობს. პრემიერმა მთავრობის სხდომაზე თელავში საბავშვო ბაღებში კვების რაციონის შემცირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ჯანდაცვისა და განათლების მინისტრებს საკითხით დაინტერესება სთხოვა: „ჩვენ გვაქვს უამრავი რესურსი ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების. არ არის აუცილებელი მეაათე ხარისხოვან კონფერენციებზე ნახევარი სამინისტროების დასწრება და სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ ასეთ შემთხვევებს ვაწყდებით და კდიევ ბევრი ხარჯი, რომელიც შეიძლება, რომ საერთოდ ყველანაირი მტკივნეული გადაწყვეტილებების გარეშე მივიღოთ და სხვათაშორის იმის გარეშეც, რომ ჩვენ პროპორციულად 10% ადამიანები შევამციროთ. რა თქმა უნდა, ზოგიერთ ნაწილში მოგვიწევს შტატების ოპტიმიზაციაც, იქ სადაც ფუნქციონალურ რეფორმებთან გვაქვს საქმე და ეს ამის გარეშე შეუძლებელია, მაგრამ თუ ვინმე შეეხო ბავშვების რაციონს, მიიღეთ ყველაზე მკაცრი გადაწყვეტილება, რადგან ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი გადაწყვეტილება. ჩვენ არაფერი სამაგისო არ გვჭირს. გვაქვს საკმარისი რეზერვი იმისათვის, რომ დავაფინანსოთ ის ძალიან გაზრდილი მოთხოვნები ჩვენი განვითარების, რაც გამოდის ჩვენი ამბიციური განვითარების გეგმებიდან. არავითარ შემთხვევაში ბავშვების კვების რაციონის ხარჯზე, შესაძლოა არც არის ეს ინფორმაცია სიმართლე, მაგრამ ვინაიდან მედიაში არის გასული ინფორმაცია, ვალდებული ვარ, საჯაროდ გავაკეთო რეაგირება“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)