02:12 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-09 12:53:05, 850 ნახვა

პოლიტიკა
ნორვეგია საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნის საკითხს განიხილავს

ნორვეგია საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნის საკითხს განიხილავს -განცხადება ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორგე ბრენდემ ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან მიხელ ჯანელიძესთან გამართული შეხვედრისას გააკეთა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის მაღალ დინამიკას. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა ითანამშრომლონ საქართველოში ნორვეგიული ბიზნესისა და ინვესტიციების გაზრდის მიმართულებით. მათ დადებითად შეაფასეს საქართველოს ენერგო სექტორში არსებული ნორვეგიული ინვესტიცია. ისაუბრეს ტურიზმის და სატრანსპორტო სფეროში არსებულ შესაძლებლობებზე.

შეხვედრაზე ბორგე ბრენდემ ქართველ კოლეგას მიულოცა ვიზალიბერალიზაციის კონტექსტში ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის მიღწეული შეთანხმება ე.წ. შეჩერების მექანიზმზე და იმედი გამოთქვა რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მალე ამოქმედდება.

მიხელ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ნორვეგიელ კოლეგას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში ნორვეგიის პრაქტიკული დახმარება და ასევე მადლობა გადაუხადა მათ ევროპის საბჭოს სამოქმედო  გეგმის შესრულებისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების გამო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics