|
2016-12-09 12:47:08, 1161 ნახვა
სამხედრო
ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში „ზამთრის კურსი“ მიმდინარეობს
ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) „ზამთრის კურსი“ მიმდინარეობს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთკვირიანი კურსი, რომელიც თეორიულ სწავლებასთან ერთად, პრაქტიკულ სწავლებასაც მოიცავს, ნატოს მხარდაჭერით, ასევე JTEC-ის და ნატოს საწვრთნელი ცენტრის - ნორვეგიის ზამთრის საბრძოლო ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით ტარდება. კურსის თეორიული ნაწილის გავლის შემდეგ, პრაქტიკულ ნაწილს კურსის მონაწილეები ნორიოს სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე გადიან, სადაც ქართველი და ნორვეგიელი ინსტრუქტორები სამხედრო მოსამსახურეებს მკაცრ კლიმატურ პირობებში მოქმედების შესახებ გამოცდილებას და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს უზიარებენ. ზამთრის კურსის პრაქტიკული ნაწილის მსვლელობისას ქართველი სამხედროები ჯგუფებად დაიყვნენ. თითოეულ ჯგუფს ინსტრუქტორისგან მიღებული კონკრეტული დავალების დროის განსაზღვრულ მონაკვეთში შესრულება დაევალა. ჯგუფები თეორიული ცოდნის პრაქტიკაში ეფექტურად გამოყენების და იმპროვიზაციის მიხედვით შეფასდნენ. ინსტრუქტორებმა დაწვრილებით განიხილეს კონკრეტულ სიტუაციებში ინდივიდუალურად მიღებული გადაწყვეტილებები, რაც ქარში და წვიმაში კარავის ან სხვა ნებისმიერი საფარის სწორად აგებას, კოცონის დანთებას, პირადი ნივთების მშრალად შენახვას და სხვა დეტალებს მოიცავდა. მონაწილეებმა გააანალიზეს შეცდომები და ინსტრუქტორებისგან პრაქტიკული რჩევებიც მიიღეს. კურსის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია სამხედრო ოპერაციებზე კლიმატური პირობების გავლენის შესახებ, ასევე, თუ რა სახის დაზიანებები შეიძლება მიიღონ და როგორ უნდა მოქმედებდეს პირადი შემადგენლობა მძიმე მეტეოროლოგიურ პირობებში. კურსის მსვლელობისას სამხედროებმა რთულ კლიმატურ პირობებში იარაღისა და პირადი აღჭურვილობის მშრალად შენარჩუნების წესები, სივრცის დაგეგმვისა და ზამთრის ოპერაციების ტექნიკური პრინციპებიც შეისწავლეს. „ზამთრის კურსი“ საქართველოში პირველად ტარდება და მასში საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები მონაწილეობენ. სამომავლოდ სწავლების საერთაშორისო დონეზე განხორციელება და ნატოს წევრი, პარტნიორი და მეზობელი ქვეყნებიდან სამხედროების მონაწილეობა იგეგმება. ალიანსის წევრ ბევრ ქვეყანაში, მკაცრი ზამთრის გამო, ზამთრის კურსის ჩატარება და ამ კუთხით ცნობიერების ამაღლება ნატოს მხრიდან პრიორიტეტად არის მიჩნეული. საერთაშორისო სტუდენტების მონაწილებით ზამთრის პირველი კურსი 1927 წელს ჩატარდა.
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)