17:48 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-07 18:11:47, 996 ნახვა

საზოგადოება
განათლების სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, თითქოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, კონფერენციის გამართვის ერთ-ერთი ინიციატორია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უწყება უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს 9 დეკემბერს, სხვადასხვა უწყებებთან ერთად, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, კონფერენციის გამართვის ერთ-ერთი ინიციატორია. მათივე ინფორმაციით, უწყების მიერ მსგავსი კონფერენცია დაგეგმილი არ არის და მისი გამავრცელებლები საკუთარი მიზნების განსახორციელებლად, მიზანმიმართულად  ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

"საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უარყოფს  გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს 9 დეკემბერს, სხვადასხვა უწყებებთან ერთად, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, კონფერენციის გამართვის ერთ-ერთი ინიციატორია. გავრცელებულ ინფორმაციაში  ნათქვამია, რომ კონფერენციაზე მოხდება მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი ნაწილის, კერძოდ, პროფესიული განათლების  საკითხებზე მსჯელობა და მასში მონაწილეობას მიიღებს არა მხოლოდ პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე,  არამედ მთავრობისა და პარლამენტის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა უწყებების  წარმომადგენლები.

სამინისტრო განმარტავს, რომ უწყების მიერ მსგავსი კონფერენცია დაგეგმილი არ არის და მისი გამავრცელებლები, სავარაუდოდ, საკუთარი მიზნების განსახორციელებლად, მიზანმიმართულად  ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო უწყების სახელით გავრცელებული არასწორი ინფორმაცია დანაშაულებრივი ქმედებაა, სამინისტრო მიიღებს ზომებს და მომხდარის თაობაზე საქმის კურსში ჩააყენებს შესაბამის უწყებებს", - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics