16:22 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-06 17:14:38, 1405 ნახვა

საზოგადოება
ინდონეზიაში საქართველოს საელჩომ 49-ე ყოველწლიურ საქველმოქმედო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

ინდონეზიაში საქართველოს საელჩომ ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით გამართულ, 49-ე ყოველწლიურ საქველმოქმედო გამოფენა-ბაზრობაში მონაწილეობა მიიღო. ღონისძიებაში ჯაკარტაში აკრედიტებული 53 დიპლომატიური მისია, ასევე სხვადასხვა ადგილობრივი კომერციული ორგანიზაცია მონაწილეობდა.

როგორც "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, გამოფენაზე საქართველოს საელჩომ ქართული კომპანიების მიერ მოწოდებული პროდუქცია, მათ შორის ქართული ღვინო, თაფლი, ტკბილეულობა და მინერალური წყალი, ასევე მინანქრის ხელნაკეთი ნივთები, ქსოვილები და სხვადასხვა სუვენირები წარმოადგინა. 

გამოფენის ფარგლებში ქართულ კუთხეს ეწვია ინდონეზიის პირველი ლედი ჯოკო ვიდოდო. წარმოდგენილმა პროდუქციამ მისი დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. 
 
აღსანიშნავია, რომ გამოფენის ფარგლებში  ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიმართ განსაკუთრებული დაინტერესება გამოხატეს ინდონეზიელმა იმპორტიორებმა და საქართველოს საელჩოსთან შემდგომი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.  
 
საქველმოქმედო გამოფენიდან შემოსული თანხა გადაირიცხება საქველმოქმედო ფონდში, რომელიც მოხმარდება სპეციალური საჭიროების მქონე  ბავშვების სწავლა-განათლების უზრუნველყოფასა და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics