|
2016-12-06 12:26:00, 1026 ნახვა
სხვადასხვა
Facebook, Microsoft, Twitter და YouTube ექსტრემისტული სურათებისა და ვიდეოების გავრცელებას აღკვეთენ
ინტერნეტ-ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე წამყვანი კომპანიები - Facebook-ი, Microsoft-ი, Twitter-ი და YouTube-ი შეთანხმდნენ, რომ საკუთარი საიტების მეშვეობით ექსტრემისტული სურათების და ვიდეოების გავრცელება აიკრძალოს, - ამის შესახებ BBC-ი იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აღნიშნული კომპანიები ერთიან ბაზას შექმნიან, რომელიც მთლიანი კონტენტის „ვირტუალურ ანაბეჭდებს“ მოიცავს. Twitter-ში აცხადებენ, რომ კომპანიის მიერ უზრუნველყოფილ სერვისებზე „არ არის ადგილი იმ კონტენტისთვის, რომელიც ხელს უწყობს ტერორიზმს“. საიტის ადმინისტრაციის თქმით, აღნიშნული ინიციატივა რადიკალური ფოტო და ვიდეო მასალების გავრცელების აღკვეთისკენ არის მიმართული. აღნიშნულმა კომპანიებმა, შესაბამი გადაწყვეტილება ევროკავშირის ეგიდით მიიღეს. ცნობისთვის, 6 თვის წინ Facebook-მა, Microsoft-მა, Twitter-მა და YouTube-მა საკუთარ თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, რომ რასიზმის და სიძულვილის ენის ამსახველი მასალები საიტებიდან 24 საათის განმავლობაში წაშალონ. იუსტიციის საკითხებში ევროკომისარის ვერა იუროვას განცხადებით, ამერიკული კომპანიები გარკვეულ სტანდართებს "ნაკლებად აკმაყოფილებენ". მისივე თქმით, თუ კომპანიები რეაგირებას უფრო სწრაფად არ დაიწყებენ, ბრიუსელი საკანონმდებლო და მკაცრ ზომებს მიმართავს, რომლებიც მათ დროულ რეაგირებას მოსთხოვენ.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)