15:13 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-05 09:44:09, 1921 ნახვა

ეკონომიკა
მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი საქმიანი ვიზიტით ტექნოპარკს ეწვევა

5 დეკემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკს  (ინოვაციების ქუჩა #7, თბილისი, ოქროყანა) საქმიანი ვიზიტით მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი სირილ მიულერი ეწვევა. შეხვედრას დაესწრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები და სტარტაპ საქართველოსა და ინოვაციების სააგენტოს პროგრამა ,,ბიზნეს ინკუბატორის" გუნდები. 

ვიზიტის ფარგლებში სირილ მიულერი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ტექნოპარკის ძირითად პროგრამებს, პროექტებს, სერვისებსა და სამუშაო პროცესებს გაეცნობა. შეხვედრის სამუშაო თემები შეეხება სახელმწიფოს ხედვას ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობის კუთხით, საქართველოს გლობალურ ინდექსებში გაუმჯობესების შედეგებს, სტარტაპების ეკოსისტემის განვითარებას, მისი ფორმირების პროცესებსა და ინოვაციების სააგენტოს ძირითად მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებს. დამწყებ ბიზნესმენებს საშუალება მიეცემათ მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს წარუდგინონ საკუთარი ბიზნეს იდეები, გააცნონ ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დღეს აღნიშნული სფერო დგას. შეხვედრაზე ასევე განიხილება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის და ინოვაციების სტრატეგია. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე ავალიანის საქმეზე დაზარებულებს მიმართავს - ნუ დავასწრებთ მოვლენებს
კუპრაძე - მოქალაქეებო კამერებით რუსული სპეცსამსახურები გვითვალთვალებენ, ეს ყველაფერი ივანიშვილის ანტიქართულმა რეჟიმმა აამოქმედა
ივანიშვილის წარმომადგენელი მდინარაძე ქართველ ხალხს ცენზურის უფრო გამკაცრებას და აღსრულებას პირდება
მდინარაძე ქვეყანაში ცენზურის სამსახურის ამოქმედებას კრიტიკულ მედიას და ოპოზიციას აბრალებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics