13:45 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-01 17:42:03, 913 ნახვა

საზოგადოება
დადიანზე საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა

კრწანისში, შალვა დადიანის ქ. N16-ში, გვიან ღამით საცხოვრებელი სახლის მზიდი კედელი ჩამოინგრა.

კრწანისის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მათივე ცნობით, ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ სამაშველო და კომუნალური სამსახურები.

 მთელი ღამის განმავლობაში დადიანზე იმყოფებოდნენ კრწანისის გამგებელი, გიორგი კოპალეიშვილი და გამგეობის თანამშრომლები.

მათი ძალისხმევით, მოხდა ავარიული შენობიდან 8 ოჯახის ევაკუაცია და სასტუმროში დაბინავება. რამდენიმე ოჯახმა, მიუხედავად მოთხოვნისა, სახლის დატოვებაზე უარი განაცხადა. გამაგრებითი სამუშაოების დასრულებამდე გამგეობა გაყვანილ ოჯახებს ქირით უზრუნველყოფს.

სახლის ავარიული სიტუაციის შესწავლას და წინმსწრებ-დამზღვევი ღონისძიებების დაგეგმვას სპეციალისტები დილიდანვე შეუდგნენ.

გიორგი კოპალეიშვილი დაზარალებულ მოსახლეობას დღეს კიდევ ერთხელ შეხვდა.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics