|
2016-11-28 16:10:30, 1433 ნახვა
კომენტარი
ვოლსკის თქმით, ოკუპაციის შესახებ კანონის განხილვა დაჩქარებულად არ უნდა მოხდეს
პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ოკუპაციის შესახებ კანონის განხილვა დაჩქარებულად არ უნდა მოხდეს, იმისთვის, რომ საქართველოს ინტერესები არ დაზიანდეს. ვიცე-სპიკერის განმარტებით, საკითხზე ბჭობა უნდა გაგრძელდეს. „ჩვენ შეგვეძლო ოკუპაციის კანონის მიღება საკმაოდ ადვილად, მაგრამ არის თემები, როლებზეც ბჭობა უნდა გაგრძელდეს. სასრაფოდ და გადაუდებლად არ უნდა განვიხილოთ, რომ არ დავაზიანოთ საქართველოს ინტერესი და ამავე დროს გავაცოცხლოთ მკვდარ წერტილზე გაყინული ვითარება. მხედველობაში მაქვს კონფლიქტური თემის ტრანსფორმირების საკითხი. ამ საკითხზე ბევრი შეკითხვები წარმოიშვა და ამიტომ ამ კანონის ფორსირება არ გავაკეთეთ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. შეგახსენებთ, რომ პარლამენტი ოკუპაციის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობას განაახლებს. შესაბამისი გადაწყვეტილება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)