18:38 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-28 10:29:57, 718 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 27-29 ნოემბერს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა,  სადაც  „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამოქალაქო საზოგადოების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე სიტყვით გამოვა ევროპარლამენტში სავიზო ლიბერალიზაციის შესახებ კონფერენციაზე (Visa Liberalisation as an EU Foreign Policy Tool).

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ბრიუსელში  ვიზიტის  ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილესთან/პოლიტიკურ დირექტორთან ჟან კრისტოფ ბელიარდთან და ევროპარლამენტარებთან.

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics