|
2016-11-26 12:49:10, 1294 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კვირიკაშვილი: ჩვენი მთავრობა განათლებას ნომერ პირველ პრიორიტეტად აცხადებს
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქვეყნის განვითარების ოთხპუნქტიანი გეგმის უპირველესი პრიორიტეტი განათლების სისტემაში ძირეული ცვლილებების განხორციელება იქნება. როგორც პრემიერობის კანდიდატმა პარლამენტში მიმდინარე რიგგარეშე სხდომაზე, სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა, რეფორმის ფარგლებში, განათლების ყველა ქვემიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება. „ქვეყნის განვითარების ოთხპუნქტიანი გეგმის უპირველესი პრიორიტეტი გახლავთ ქვეყანაში, განათლების სისტემაში ძირეული ცვლილებები და ჩვენი მთავრობა, ჩვენი ხელისუფლება, განათლებას აცხადებს ნომერ პირველ პრიორიტეტად. ამ განათლების რეფორმის ფარგლებში, იგეგმება განათლების ყველა ქვემიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, იქნება ეს უმაღლესი განათლება, რომელიც კიდევ უფრო მეტად უნდა მოერგოს დღევანდელი განვითარებიდან გამომდინარე საჭიროებებს და ლოგიკას, ეს არის დაწყებითი განათლება, საშუალო განათლება და რა თქმა უნდა, უპირველესყოვლისა, პროფესიული განათლება“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, პროფესიული განათლება დაემყარება საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის მოდელს, დუალური განათლების პრინციპს, როდესაც, სამუშაო ადგილზე, პარალელურად სწავლება მიმდინარეობს. „ეს სისტემა იქნება ხელმისაწვდომი არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, არამედ ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, რათა არსებული მოთხოვნებიდან გამომდინარე, ყველა ადამიანმა შეძლოს, შეიძინოს მოკლევადიან პერიოდში ის უნარ-ჩვევები, რომელიც მას პირდაპირ ჩართავს შრომის ფერხულში და პირდაპირ დაასაქმებს დროის უმოკლეს პერიოდში“, - განაცხადა კვირიკაშვილმა“, - აღნიშნა პრემიერობის კანდიდატმა და დასძინა, რომ მეცნიერებასაც განსაკუთრებული პრიორიტეტი მიენიჭება: „ასევე შეიძლება ითქვას, რომ მეცნიერებას განსაკუთრებული პრიორიტეტი მიენიჭება და რა თქმა უნდა იმ ტრადიციულად ძლიერ მიმართულებებს, რომლითაც საქართველო ყოველთვის იყო გამორჩეული“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)