09:36 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-25 15:11:54, 594 ნახვა

საზოგადოება
კულტურის სამინისტროს სისტემის არქივისტებისათვის სემინარი მიმდინარეობს

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და მისი სისტემის დაწესებულებების არქივების 70-ზე მეტი თანამშრომლისათვის იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის სემინარი მიმდინარეობს.

ღონისძიების მონაწილეები ეცნობიან არქივების მუშაობის საკანონმდებლო ნორმებს, მათ შორისაა: საქმეთა ნომენკლატურის შედგენა და საქმეთა ფორმირება; დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზა; საქმეთა გაფორმება; ანაწერების შედგენა; დოკუმენტების დაცვა; დოკუმენტების აღრიცხვა; დოკუმენტების მუდმივად შესანახად გადაცემის წესი.

ხუთდღიანი სწავლების ბოლოს მონაწილეები დაათვალიერებენ ეროვნული არქივის საგამოფენო გალერეას, დოკუმენტების საცავებს, დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორიას. დაგეგმილია კინოფოტოფონოდოკუმენტების  არქივში დაცული ფილმის ჩვენებაც.

სემინარის დასასრულს მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics