08:19 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-25 13:49:47, 984 ნახვა

რეგიონი
აჭარაში სერვისის გასაუმჯობესებელი ტრენინგები გრძელდება

აჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტურიზმის სექტორში დასაქმებული კადრების გადამზადება გრძელდება.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ტრენინგები სასტუმროს ადმინისტრატორებს, რეზერვაციის სამსახურის მენეჯერებსა და მიმღების თანამშრომლებს უტარდებათ.

თბილისიდან მოწვეული ტრენერი დავით ჭავჭანიძე, რომელსაც სასტუმრო ბიზნესში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს, მონაწილეებს 4 დღის განმავლობაში სასტუმროს განყოფილებების ფუნქციონირებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების შესახებ თავის გამოცდილებას უზიარებს.

ნოემბრის განმავლობაში სასტურმოს მიმღები განყოფილების თანამშრომლების გარდა ტრენინგები კვების ობიექტების საშუალო რგოლის მენეჯერებსა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს უტარდებოდათ. სულ, თვის განმავლობაში 75 ადამიანის გადამზადება მიმდინარეობდა.

“აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა 2016 წელს მთლიანობაში ტურიზმის სექტორში დასაქმებული 400-მდე ადამიანი გადაამზადა. დეპარტამენტის სატრენინგო-საკონსულტაციო ცენტრში სასტუმროებისა და რესტორნების თანამშრომლებს ტრენინგები და კონსულტაციები ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ უტარდებოდათ, როგორებიცაა სტუმრის მომსახურების, დასუფთავების, უსაფრთხოების, რეზერვაციისა და ხარისხის ამაღლების საერთაშორისო სტანდარტები.  ჩვენი ცენტრი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ბაზაზე მიმდინარე წლიდან ფუნქციონირებს და ჩვენს მიერ შეთავაზებული ტრენინგები თუ კონსულტაციები სრულიად უფასოდაა ხელმისაწვდომი კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის. ჩვენ შემდეგ წელსაც გავაგრძელებთ ტურიზმის სექტორშო დასაქმებული კადრების გადამზადებას, რაც საბოლოო ჯამში ვფქირობთ გავლენას იქონიებს რეგიონში სერვისის გაუმჯობესებაზე,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სერვისის განვითარების განყოფილების უფროსმა თამარ კაიკაციშვილმა.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics