09:37 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-25 11:31:12, 593 ნახვა

საზოგადოება
გია შარვაშიძე: ბუნებრივია, უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს ავტონომია, თუმცა პროტესტის ფორმა ნამდვილად არ მომწონს

„აუდიტორია 115“-ის პოზიციას, რომ უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს  ავტონომია, ვეთანხმები, თუმცა პროტესტის ფორმა ნამდვილად არ მომწონს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გია შარვაშიძემ განუცხადა.

როგორც შარვაშიძემ აღნიშნა, ორი თვის განმავლობაში ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ პრივილეგირებული ჯგუფები აღარ იყოს.

„25 ნოემბერს რომ არჩევნები უნდა ჩატარებულიყო, ყველამ კარგად იცოდა. რაც შეეხება პროტესტის ფორმას, ეს მიუღებელია. კანონდებლობაზე პარლამენტმა ახლა დაიწყო მუშაობა და არის  საშუალება რომ კანონდებლობა გაუმჯობესდეს. მე ვვარაუდობ, რომ ავტონომიის პრინციპის გაზრდით უნდა მოხდეს კანონდებლობის გაუმჯობესება. იმედი მაქვს,  რომ თავად სტუდენტები შეძლებენ, განსაზღვრონ როგორი მოწყობა უნდათ. იმისთვის, რომ პრივილეგირებული ჯგუფები აღარ იყოს, ყველაფერი გაკეთდა ამ ორი თვის განმავლობაში, მათ შორის თანხებთან მიმართებაშიც. Facebook-ის გვერდზე, ღია სივრცეში არის ბრძანების პროექტი და ყველას აქვს საშუალება, მის გაუმჯობესებაში თავისი წვლილი შეიტანოს.

რაც შეეხება „აუდიტორია 115“-ის მიერ დაგეგმილ აქციას, გია შარვაშიძის თქმით, უსაფრთხოების ზომები დაცული იქნება. „ვიმოქმედებთ კანონის შესებამისად“,- განაცხადა რექტორმა.

ცნობისთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics