15:04 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-22 19:12:45, 743 ნახვა

პოლიტიკა
შალვა შავგულიძე: ვფიქრობ, ვიქტორ დოლიძე შეცდომას უშვებს

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი შალვა შავგულიძე, მისი ყოფილი თანაგუნდელის, ვიქტორ დოლიძის, მთავრობაში წასვლას „შეცდომას“ უწოდებს. 

როგორც შალვა შავგულიძემ "კურიერის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, ვიქტორ დოლიძეს შეიძლება, ეიმედება, რომ ის "ქართული ოცნების" რიგებში ამ თანამდებობაზე ყოფნით შეძლებს, ამ პოლიტიკური ძალის არასწორი მიმართულებები და ტენდენციები გააკეთილშობილოს თუმცა, ის მიიჩნევს, რომ დოლიძე შეცდომას უშვებს.

„არ მინდა, დავიჯერო, რომ ვიქტორ დოლიძემ არასწორ ფერხულში ფეხი აუბას მთავრობას. ეს კი პირველ ყოვლისა გამოიხატება ინსტიტუციური მართვის მოსპობასა და სრულ უზურპაციაში, რაც არ შეესაბამება ამ პოლიტიკურ ძალის მიერ აღიარებულ ევროატლანტიკური დეკლარაციის კურს. ვიქტორს შეიძლება, ეიმედება, რომ ის ქართული ოცნების რიგებში ამ თანამდებობაზე ყოფნით შეძლებს, ამ პოლიტიკური ძალის არასწორი მიმართულებები და ტენდენციები გააკეთილშობილოს. მე კი ვფიქრობ, ვიქტორი შეცდომას უშვებს,“ - განაცხადა შალვა შავგულიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
ნატა ფერაძე: ბერას გინებაზე 3 000 ლარით დამაჯარიმეს
ეკატერინე ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics