12:39 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-18 19:46:39, 905 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა კომიტეტების შემადგენლობა და ფრაქციათა წარმომადგენლობის პროპორციული კვოტები დაამტკიცა

პარლამენტმა კომიტეტების შემადგენლობა და ფრაქციათა წარმომადგენლობის პროპორციული კვოტები დაამტკიცა.

პარლამენტის კომიტეტების ნაწილი 17 დეპუტატის შემადგენლობითაა წარმოდგენილი,  ნაწილში კი,  პარლამენტის წევრთა რაოდენობა  15-ს შეადგენს.

17 წევრიან კომიტეტებში ფრაქცია ”ქართული ოცნება”  წარმოდგენილი იქნება 10 წევრით, ”ქართული ოცნება - მრეწველები”- ერთი წევრით, ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობა”- სამი წევრით, ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობა - საქართველოს წინსვლისთვის - ერთი წევრით, ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტები”- ერთი წევრით. ხოლო პარლამენტის წევრი,  რომელიც არაა გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, ერთი წევრით.

რაც შეეხება 15 წევრიან  კომიტეტებს, აქ  ფრაქცია ”ქართული ოცნება” წარმოდგენილი იქნება 9 წევრით, ”ქართული ოცნება-მრეწველები”- ერთი წევრით, ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობა”- ორი წევრით, ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობა- საქართველოს წინსვლისთვის”- ერთი წევრით, ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტები”- ერთი წევრით. ასევე განსაზღვრულია ერთი ადგილი დამოუკიდებელი დეპუტატისთვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics