12:40 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-18 16:06:19, 734 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: პასუხს ვაგებ თითოეული იმ განცხადების საფუძვლიანობაზე, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში გავაკეთე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე ამწუთებში დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.  

ირაკლი კობახიძის თქმით, ყველა იმ განცხადების საფუძვლიანობაზე აგებს პასუხს,  რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში გააკეთა:

„პირველი შეკითხვა ეხებოდა ჩემს წინასაარჩევნო განცხადებებს და გამოსვლებს. აქ იყო ნახსენები ისეთი სიტყვები, როგორიც არის აგრესია, სიძულვილი და ა.შ. პასუხს ვაგებ თითოეულ იმ განცხადებაზე, რომელიც ჩემს მიერ კეთდებოდა წინასაარჩევნო პერიოდში. პასუხს ვაგებ თითოეული ამ განცხადების საფუძვლიანობაზე. რაც შეეხება განცხადებათა სიმძაფრეს, ეს სიმძაფრე იყო აუცილებელი იმ გარემოში, რომელიც ჩამოყალიბდა წინასაარჩევნო პერიოდში, აუცილებელი იყო მთელი სიმწვავით სიმართლის თქმა საქართველოს მოსახლეობისთვის და სწორედ ამ სიმართლემ მისცა ჩვენს მოსახლეობას სწორი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. იმ არჩევანისა, რომლის შედეგიც არის პარლამენტის დღევანდელი შემადგენლობა“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics