12:18 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-18 14:53:33, 1308 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ირმა ინაშვილი: ჩვენი მთავარი ფუნქციაა ქართველი ხალხის ხმა გავახმოვანოთ

„ჩვენ არ გვაქვს გადაწყვეტილების მიღების საშუალება პარლამენტში, ჩვენი მთავარი ფუნქცია იქნება ვიყოთ ქართველი ხალხის ხმა  და გავასაჯაროვოთ ყველა საკითხი რაც ადამიანებს აწუხებს“,-ამის შესახებ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გერნერალურმა მდივანმა, პარლამენტის წევრმა ირმა ინაშვილმა მეცხრე მოწვევის პარლამენტის სხდომის შემდეგ განაცხადა.

როგორც ინაშვილმა აღნიშმა, ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები, რომ ჩატარებულიყო პარალამენტში „პატრიოტთა ალიანსს“ მხოლოდ ექვსი დეპუტატი არ ეყოლებოდა წარმოდგენილი.

„ სამწუხაროა, რომ ჩვენ მხოლოდ 6 დეპუტატით ვართ წარმოდგენილი. ქვეყანში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, რომ ჩატარებულიყო, ხმამაღლა  ვთქვათ, რომ ეს არჩევნები იდეალური  არჩევნებისგან ძალიან შორს  იდგა.  მაშინ ჩვენ 6 დეპუტატი არ გვეყოლებოდა გაცილებით მეტნი ვიქნებოდით წარმოდგენილი.  ჩვენ არ გვაქვს გადაწყვეტილების მიღების საშუალება პარლამენტში.  ჩვენ  მთავარი ფუნქცია იქნება ვიყოთ ქართველი ხალხის ხმა,  გავახმოვანოთ და გავასაჯაროვოთ ყველა  ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც  ადამიანებს სტკივათ და აწუხებთ.  მე ვარ 46 წელის, რამდენიმე პარლამენტმა გაიარა ვიდრე მე თვითონ შევედი და გავხდი პარალამენტის  წევრი. მე მესმის მხოლოდ, რომ იქნება კანონები, მაგრამ მე ვერ ვხედავ რომ ეს კანონები  ეხება ადამიანებს.  მე მესმის, რომ მიდის რეფორმები, მაგრამ სამწუხაროდ  ის რეფორმებიც არ ეხება ადამიანებს. ამიტომ კანონები, რეფორმები. მაღალფარდოვანი ტერმინები, ყველაფერი უნდა ეხებეოდეს ადამიანების კეთილდღეობას. ჩვენ პირველ რიგში უნდა ვიმუშაოთ საარჩევნო კანონმდებლობის მიმართულებით.  ეს იქნება ჩვენი პრიორიტეტი. კომპლექსურად უნდა შეიცვალოს კანონმდებლობა“,-განაცხადა ირმა ინაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის სასამართლომ კენედების ოჯახის წევრს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა
კოლუმბიის პრეზიდენტი - მიწისძვრის შემდეგ 265 ადამიანი დაიღუპა და 3 494 დაშავდა, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 496
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 55 პირია
ივანიშვილის წარმომადგენელი იონათამიშვილი აფხაზეთში ბენზინის მიწოდებაზე კითხვების გამო ოპოზიციის აკრძალვას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics