17:39 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-18 14:18:27, 1244 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ფიქრია ჩიხრაძე: არაწარმომადგენლობითი პარლამენტის მიუხედავად, ეს ქართველი ხალხის არჩევანია

„მიუხედავად იმისა, რომ მმართველი ძალის ხელშია საკონსტიტუციო უმრავლესობა, მიუხედავად იმისა პარლამენტი არ არის ისეთი წარმომადგენლობითი როგორი სურვილი და მოლოდინი შეიძლება ჰქონდა საზოგადოებას,  მაინც ბუნებრივია ეს არის ხალხის არჩევანი“,-ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძემ მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დაწყების შემდეგ განაცხადა.

ჩიხრაძემ დეპუტატებს არჩევნებში  გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და საქართველოს საკეთილდღეოდ მოღვაწეობა უსურვა.

„მოლოდინები ყოველთვის არის უფრო უკეთესის, ვიდრე მანამდე იყო.  მიუხედავად იმისა, რომ მმართველი ძალის ხელში არის საკონსტიტუციო უმრავლესობა, მიუხედავად იმისა პარლამენტი არ არის ისეთი წარმომადგენლობითი როგორი სურვილი და მოლოდინი შეიძლება ჰქონდა საზოგადოებას   მაინც ბუნებრივია ეს არის ხალხის არჩევანი. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ყველანი განწყობილი ვართ საიმისოდ, რომ  ახალი პარლამენტის მოღვაწეობის პერიოდმა ჩაიაროს  ნაყოფიერად, რომ ინსტიტუციები  გაძლიერდეს. თქვენ იცით, რომ პრეზიდენტის გამოსვლაში ეს აქცენტები იყო.  უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა ვთქვათ მოდელების შერჩევას ამა თუ იმ ქვეყნიდან, არამედ  სწორედ ისეთი მოდელის შექმნას  საქართველოსთვის  და ისეთი მოდელის დამკვიდრებას, რომელიც  ჩვენი ტიპის დემოკრატიის ქვეყანაში  უზრუნველყოფს სწორედ იმას, რომ ბალანსისა და  გაწონასწორების  მეტი მექანიზმი არსებობდეს“,-განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics