11:36 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-18 12:32:51, 644 ნახვა

პოლიტიკა
სერგი კაპანაძე: „ქართული ოცნება“ პრობლემებზე იმ სიმწვავით და მასშტაბით არ ისაუბრებს როგორც „ნაციონალური მოძრაობა“

„რა თქმა უნდა „ნაციონალური მოძრაობა“ რჩება მთავარ ოპოზიციურ ძალად, მოსახლეობის ერთი მესამედის მხარდაჭერა გვაქვს, უფრო მეტიც. ჩვენ ვიქნებით წარმომადგენელი არამარტო ნახევარი მილიონი ამომრჩევლის ვინც მხარი დაგვიჭირა, არამედ დანარჩენი საქართველოს მოსახლეობის“,-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის წევრმა სერგი კაპანაძემ მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

 კაპანაძის თქმით, „ქართული ოცნება“ დიდი გამოწვევის წინაშე იქნება.

“ქართულ ოცნებას“ მოუწევს ერთის მხრივ კონკრეტული პოლიტიკური დაკვეთების შესრულება, კონკრეტული პოლიტიკური ლიდერისგან, რომელიც მას გააჩნია და მეორეს მხრივ ხალხის ინტერესებზე ზრუნვა, ამიტომ მე მგონია, რომ ისინი არ ისაუბრებენ იმ პრობლემებზე იმ სიმწვავით და იმ მასშტაბით, როგორც ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს გავაკეთოთ. მგონია, რომ ჩვენი გუნდი არის ძალიან კვალიფიციური. ჩვენ გვექნება კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივები, არ ვაპირებთ მარტო ოპონირებას და კრიტიკულ რეჟიმში ყოფნას, ჩვენ გექნება კონკრეტული იდეების, რომლის განხორციელებას შევეცდებით“,-განაცხადა სერგი კაპანაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics