|
2016-11-17 14:55:12, 940 ნახვა
სამხედრო
იზორია: ვპირდები საზოგადოებას, რომ თავდაცვის სისტემაში რეფორმები არ შეჩერდება
ვპირდები საზოგადოებას, რომ თავდაცვის სისტემაში რეფორმები გაგრძელდება და არ შეჩერდება, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც იზორიამ აღნიშნა, დაპირისპირების ფონზე მას რეფორმების განხორციელების ორმაგი მოტივაცია უჩნდება. „ჩვენ უნდა ავიღოთ სწორება თავდაცვის სისტემებზე. ჩვენ უნდა ვუთხრათ საზოგადოებას პირდაპირ, თუ რამდენად მიზნობრივად იხარჯება მათი გადასახადები. უნდა შევიძინოთ თუ არა დამატებით კიდევ ბომბდამშენები, რომელიც ათობით მილიონ დოლარს აღემატება ზოგჯერ, თუ ვიყოთ უფრო ორიენტირებულები ისეთ თავდაცვის სისტემებზე, რომელიც ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ოპტიმალურად უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. ამაზე საჯაროდ უნდა დავიწყოთ დისკუსიები“, - განაცხადა იზორიამ. მინისტრის თქმით, მას რეფორმებთან დაკავშირებით პირადი გამოცდილება აქვს. ამასთან, იზორიას განცხადებით, ის ამაყობს, რომ საპატრულო პოლიციის რეფორმირებაში წვლილი აქვს შეტანილი. „პირადი გამოცდილება მაქვს რეფორმებთან დაკავშირებით. როდესაც პოლიციის აკადემიის რექტორი ვიყავი და ვქმნიდით ახალ პოლიციას საპატრულო პოლიციის სახით, მე გამოცდილი მაქვს არაერთი შემოტევა, ლანძღვაც, მაგრამ ჩვენ ეს რეფორმები ღირსეულად მივიყვანეთ ბოლომდე და მე დღეს ამაყი ვარ, რომ ამ რეფორმებში ჩემი წვლილი მაქვს შეტანილი“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)