10:27 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-17 13:54:16, 680 ნახვა

პოლიტიკა
ლევან ვარშალომიძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობაზე უარი თქვა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობაზე უარი თქვა, - ამის შესახებ ვარშალომიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ვარშალომიძემ მხარდამჭერებს ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ გუნდის განახლებას მთელ ძალისხმევას მოახმარს. 

„მე არ შევდივარ უმაღლეს საბჭოში, არც როგორც ლიდერი და არც როგორც დეპუტატი. ეს მომცემს საშუალებას უფრო აქტიურად შევხვდე ხალხს და ვიმუშავო იმ პროექტებზე, რომელიც მნიშვნელოვანია ხალხისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ მე მივდივარ პოლიტიკიდან, ან ვტოვებ ჩემს მხარდამჭერებს. ეს ნიშნავს, რომ მთელი ჩემი ძალისხმევა მოხდეს გუნდის განახლებაზე" - განაცხადა ლევან ვარშალომიძემ. ამასთან, ვარშალომიძემ საპარლამენტო არჩევნები შეაფასა და ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა. „ბოდიში მინდა მოვუხადო ჩვენს ამომრჩეველს, რომ ვერ დავაკმაყოფილეთ მათი მოთხოვნები და გაფრთხილება, რომ არჩევნები გაყალბდებოდა და მე ვერ დავიცავი მათი ხმა", - განაცხადა ვარშალომიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის საჰაერო ძალებმა წყნარ ოკეანეში B-2-დან გაშვებული LRASM რაკეტა გამოსცადეს
მოსკოვს კვლავ დრონებმა დაარტყეს, დაიბომბა ნოვოროსიისკის პორტიც
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics