10:26 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-16 14:01:44, 970 ნახვა

პოლიტიკა
ცესკომ არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. შემაჯამებელ ოქმს ცესკო-ს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ მოაწერა ხელი.

აღნიშნული მონაცემების თანახმად, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 884 იყო. არჩევნების შედეგები გაბათილდა და განმეორებითი კენჭისყრა აღარ გაიმართა 10 უბანზე. პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობა 1 825 054-მა ამომრჩეველმა მიიღო.

საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობა ასეთია: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 477 053 ხმა, "დავით თარხან -მოურავი, ირმა ინაშვილი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია" 88 097 ხმა, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" 856 638 ხმა.

პარლამენტის წევრად "ქართული ოცნებიდან" 115 დეპუტატი აირჩიეს, "ნაციონალური მოძრაობიდან"  - 27,  "პატრიოტთა ალიანსიდან"  - 6, "თოფაძე მრეწველებიდან" - ერთი და კიდევ ერთი დეპუტატი საინიციატივო ჯგუფიდან.

შემაჯამებელი ოქმი  "საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნების შემდეგ ოფიციალურად ძალაში შევა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის საჰაერო ძალებმა წყნარ ოკეანეში B-2-დან გაშვებული LRASM რაკეტა გამოსცადეს
მოსკოვს კვლავ დრონებმა დაარტყეს, დაიბომბა ნოვოროსიისკის პორტიც
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics