|
2015-03-21 09:27:28, 992 ნახვა
სამართალი
შსს დღეს დაგეგმილი აქციის გამო, ტრანსპორტის გადაადგილებაზე გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი დღეს დაგეგმილი აქციის დროს ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებელი და უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით დედაქალაქში გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული. „08:00 საათიდან მოძრაობა შეიზღუდება თავისუფლების მოედანზე, რადგან აქციის ორგანიზატორები იწყებენ სცენის მონტაჟს. 14:00 საათიდან მოძრაობა შეიზღუდება ვარდების მოედანზე და რუსთაველის გამზირზე. აქციის მიმდინარეობისას ასევე შეიზღუდება მოძრაობა პუშკინის ქუჩაზე და რუსთაველის გამზირთან დამაკავშირებელ ყველა ქუჩაზე. აქციის მსვლელობისას ავტოტრანსპორტი იმოძრავებს თაბუკაშვილის ქუჩაზე და კოსტავას გამზირზე გმირთა მოედნის მიმართულებით“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. ცნობისთვის, დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციას გამართავს. აქცია თბილისში, თავისუფლების მოედანზე გაიმართება. აქციის დაწყებამდე იქნება ორი დიდი შეკრება: ერთი ვარდების მოედანზე, ხოლო მეორე კოლმეურნეობის მოედანზე, საიდანაც თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობა მოეწყობა. აქცია 16:00 საათისთვის დაიწყება.
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)