01:40 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-14 13:59:03, 716 ნახვა

საზოგადოება
ჟვანიას პედიატრიულ კლინიკაში დიაბეტის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საზეიმო მიღება გაიმართა

დიაბეტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე ჟვანიას პედიატრიული კლინიკის ორგანიზებულ აქციას დაესწრო.

ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობასა და იმ სერვისებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ბენეფიციარებს პროგრამის ფარგლებში მიეწოდებათ.

„ჩვენ ყოველთვის ყურადღებით ვეკიდებით ჩვენი თანამოქალაქეების საჭიროებებს და უზრუნველვყოფთ მათ უმაღლესი ხარისხის მედიკამენტებით, ტესტ-ჩხირებით, ერთჯერადი გამოყენების საგნებითა და შესაბამისი რესურსებით“, - აღნიშნა მან.

ღონისძიების ფარგლებში, ჟვანიას პედიატრიულ კლინიკაში დიაბეტის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საზეიმო მიღება გაიმართა.  კლინიკის ენდოკრინოლოგებმა უცხოელ სპეციალისტებთან ერთად ბენფიციარებს უფასო სამედიცინო კონსულტაცია გაუწიეს. კლინიკაში შაქრიან დიაბეტზე სკრინინგიც ჩატარდა და ნომინაციაში - „ყველაზე მოწესრიგებული დიაბეტიანი ბავშვი“ გამარჯვებული გამოვლინდა.

საქართველოში დიაბეტის მართვის პროგრამას სახელმწიფო ახორციელებს. პროგრამა მიზნად ბენეფიციარების ამბულატორული მეთვალყურეობის გაუმჯობესებას, შესაძლო გართულებების პრევენციასა და მედიკამენტებით უზრუნველყოფას ისახავს.

„დიაბეტის სკრინინგი ადრეული დიაგნოსტირების მიზნით“ - 2016 წლის გზავნილია. მსოფლიო დღის აღნიშვნა დიაბეტთან დაკავშირებული პრობლემების წარმოჩენას ემსახურება და პაციენტების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა უწყებას ძალისხმევის გაერთიანებისკენ მიუთითებს.

დიაბეტის მსოფლიო დღე 14 ნოემბერს, 1991 წლიდან აღინიშნება.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics