01:41 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-12 11:21:56, 814 ნახვა

საზოგადოება
ანა დოლიძე საქართველოს IT ინოვაციების მე-9 რეგიონული კონფერენციის დახურვას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე საქართველოს IT ინოვაციების მე-9 რეგიონული კონფერენციის დახურვას დაესწრო, რომელიც იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყოველწლიური კონფერენცია საჯარო და კერძო სექტორში ახალი ტექნელოგიების და ახალი გამოგონებების მიმოხილვას მიეძღვნა და განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ელექტრონული მმართველობის განვითარების საკითხებზე, კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების პროექტებზე.

ასევე, კონფერენციაში მონაწილეებმა წარმოადგინეს წლის განმავლობაში შემუშავებული ინოვაციური IT პროექტები.

ანა დოლიძემ კონფერენციის მონაწილე თავდაცვის სამინისტროს გუნდს მათ  მიერ შემუშავებული პროექტისათვის მადლობა გადაუხადა და პრეზიდენტის წერილი გადასცა.

,,პრეზიდენტის სახელით გვინდა მადლობა გადავუხადოთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გუნდს, რომელმაც  ახალი კომპიუტერული პროგრამა შეიმუშავა. წელს მათ შექმნეს ახალი პროგრამა, რომელიც აუმჯობესებს და უფრო  ეფექტურს ხდის დოკუმენტების ბრუნვას თავდაცვის სამინისტროში. საბოლოო ჯამში,  კი,  ეს რა თქმა უნდა, აუმჯობესებს და ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. ამიტომ ჩვენ გვინდა ხაზი გავუსვათ ამ მცდელობას თავდაცვის სამინისტროდან", - აღნიშნა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ.

წლევანდელი კონფერენცია რეკორდული რაოდენობის სტუმარს მასპინძლობდა. მის მუშაობაში მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის 500-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics