|
2015-03-20 16:48:48, 1023 ნახვა
ეკონომიკა
მსოფლიო ბანკი ადასტურებს, რომ სახელმწიფო ფინანსების აღრიცხვა კანონთან შესაბამისობაშია
არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ ფინანსთა სამინისტროს მისამართით გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური წარმომადგენლობის წამყვანმა ეკონომისტმა, რაშმი შანკარმა ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილესთან გიორგი თაბუაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განცხადა, რომ მსოფლიო ბანკი სახელმწიფო ფინანსების აღრიცხვის კანონთან შესაბამისობას ადასტურებს. „მსოფლიო ბანკი ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობა ფისკალური დეფიციტის დაანგარიშებას ახორციელებს საქართველოს საბიუჯეტო (მე-18 მუხლი) და საგადასახადო კოდექსების (63 მუხლი, 8 პუნქტი) თანახმად, სადაც სათანადოდ არის გაწერილი ფინანსური ტრანზაქციების აღრიცხვისა და ანგარიშგების პროცედურები. გარდა ამისა, მსოფლიო ბანკი აფასებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს მთავრობა გვაწვდის დეტალურ და გამჭირვალე ინფორმაციას, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებლობა გვეძლევა განვახორციელოთ შემდგომი ანალიზი. ბანკის შეფასებით, 2014 წლის ფისკალური დეფიციტი შეადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის 2.95 პროცენტს, რომელიც მათ შორის, მოიცავს გადასახადების დაბრუნების სპეციალურ ანგარიშზე განთავსებულ თანხებს, რაც ასევე შეთანხმებულია საქართველოს მთავრობასთან და ეფუძნება ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას“,-განმარტა რაშმი შანკარმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)