|
2016-11-11 16:57:24, 1002 ნახვა
სამხედრო
გერმანიის საკონსულოზე მომხდარი თავდასხმის მოგერიების დროს არც ერთი ქართველი სამხედრო არ დაშავებულა
ავღანეთის ქალაქ მაზარ-ი-შარიფში გერმანიის საკონსულოზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის მოგერიების დროს არც ერთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე არ დაშავებულა. გარდა ამისა, მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ჩართულმა ქართველმა სამხედროებმა საელჩოდან თანამშრომლების უსაფრთხოდ გამოყვანა წარმატებით განახორციელეს. თავდასხმის მოგერიება და საკონსულოს ყველა თანამშრომლის უვნებლად გადარჩენა ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისა და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მოქმედებების შედეგად გახდა. ავღანეთის ქალაქ მაზარ-ი-შარიფში გერმანიის გენერალურ საკონსულოზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის მოგერიებაში ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ მონაწილე ქართველმა სამხედროებმა მიიღეს მონაწილეობა. თავდასხმა ქართველმა სამხედროებმა წარმატებით მოიგერიეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმის მოგერიების პროცესში არცერთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე არ დაშავებულა.
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)