|
2016-11-11 16:45:44, 1283 ნახვა
სხვადასხვა
ზიარ-ფხოველის არქეოლოგიური გათხრებისას პირველყოფილი ადამიანის ე.წ. ღია ტიპის სადგომი-სახელოსნო აღმოაჩინეს
გურჯაანის რაიონში, ზიარ-ფხოველის არქეოლოგიური გათხრებისას, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით მიმდინარეობს, სოფელ ზიარში ძველი ქვის ხანის პერიოდის (ქვ. პალეოლითის) პირველყოფილი ადამიანის ე.წ. ღია ტიპის სადგომი-სახელოსნო აღმოაჩინეს. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ე.წ. ღია ტიპის სადგომი-სახელოსნო 500 ათასი წლის წინანდელია და კავკასიაში ანალოგი არ მოეძებნება. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის, კულტურის სამსახურის ძეგლთა დაცვის სპეციალისტის, თამაზ მარკოზაშვილის თქმით, სადგომ-სახელოსნოში,რომელიც დაახლოებით 100 კვადარატულ მეტრზეა გავრცელებული, ათასობით არტე ფაქტია აღმოჩენილი, რომელიც თავის წარმოშობით და სიძველით უმნიშვნელოვანესია. "ძეგლი მნიშვნელოვანია, როგორც არქეოლოგიური, ასევე პალეონტოლოგიური მასალებით. სადგომი-სახელოსნოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია კაჟის ქვისა და კირქვისგან დამზადებული ათასობით ცალი სხვადასხვა დანიშნულების უძველესი ქვის იარაღი: ხელ-ცულები, საფხეკები, წვეტანები და ა.შ.სადგომი სახელოსნო, მხოლოდ ერთი მეტრის სიღრმეზეა გათხრილი და ვვარაუდობთ, რომ უფრო მეტ სიღრმეზე ჩასვლისას შესაძლოა, უფრო ძველი დროის ნივთებიც აღმოჩნდეს", - განაცხადა თამაზ მარკოზაშვილმა. მარკოზაშვლის ინფორმაციით, ფხოვლის არქეოლოგიური გათხრებისას, ცეცხლის გამოყენების უძველესი კვალიც არის აღმოჩენილი. "ფხოველში აღმოჩნდა ხის ნახშირის კვალიც და ზიარ-ფხოველი მსოფლიოში აქამდე ანალოგიური აღმოჩენების თვალსაზრისით, მესამეა, აფრიკის და საფრანგეთის შემდეგ", - განაცხადა სპეციალისტმა. ცნობისთვის, არქეოლოგიური გათხრები ზიარ-ფხოველში 2014 წლიდან მიმდინარეობს.
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)