|
2016-11-10 15:35:00, 684 ნახვა
საზოგადოება
საქართველოსა და ესპანეთს შორის აგრარული მიმართულებით თანამშრომლობა ღრმავდება
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ტექნოლოგიის კვლევით ინსტიტუტში იმყოფებოდნენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში,ესპანეთის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ტექნოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის, მანუელ ლაინეზ ანდრესის მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციაზე ქართული დელეგაციის წევრებმააღნიშნული ინსტიტუტის დაქვემდებარებაში მყოფ სამეცნიერო ცენტრებში, დეპარტამენტებსა და ლაბორატორიებში მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია. „ესპანეთის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ტექნოლოგიის კვლევით ინსტიტუტი აგრარული მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი სამეცნიერო დაწესებულებაა. მნიშვნელოვანია, რომ ინსტიტუტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე განვიხილეთ თანამშრომლობის პერსპექტივები ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: მცენარეთა და ცხოველთა გენეტიკური რესურსების დაცვა, სანაშენე საქმიანობა, ვეეტერინარია, მაღალი რისკის შემცველი დაავადებების ერთობლივი კვლევა, ბიოტექნოლოგია და ექსტენცია“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ. სოფლის მეურნეობის მინისტრის, იური ნოზაძის განცხადებით, ესპანური მხარის მხარდაჭერით, ქართველი ახალგაზრდა მეცნიერები ესპანეთის სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში არსებულ სასწავლო პროგრამებში ჩაერთვებიან. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ესპანური კომპანიის (De Raza Iberico) მეღორეობის ფერმები, ცხოველთა სასაკლაო და კომპანიის კუთვნილი ხორცის გადამამუშავებელი თანამედროვე ტიპის მსხვილი საწარმო კომპლექსები დაათვალიერეს. აღსანიშნავია, რომესპანური კომპანია De Raza Iberico საქართველოში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და საქართველოს საპარტნიორო ფონდთან ერთად, კახური ღორის სანაშენე ფერმის შექმნის პროექტს ახორციელებს. შეხვედრა გაიმართა საქონლის ხორცის უმსხვილეს მწარმოებელ კომპანიასთანაც (Grupo Nortenos), რომელიც საქართველოში მეხორცული ჯიშის ძროხის ფერმის მოწყობას გეგმავს. ქართული დელეგაციის წევრებმა, სათბურების მწარმოებელი კომპანიის (Grupo Intaco) ხელმძღვანელობასთან გამართულ შეხვედრაზე,წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ბოსტნეული კულტურების დახურულ გრუნტში მოსაყვანად თანამედროვე ტიპის სადემონსტრაციო სათბურის მოწყობის საკითხები განიხილეს. კომპანია Grupo Intaco, კვლევით ცენტრთან ერთად, სადემონსტრაციო სათბურის მოწყობას წყალტუბოში მომავალი წლიდან გეგმავს. (NS)
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)