07:05 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-09 14:42:56, 659 ნახვა

პოლიტიკა
თენგიზ ფხალაძე რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმიფო მდივანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე ბუქარესტში  რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს სტრატეგიულ საკითხებში დანუტ ნიკოლა ესკუს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს, ასევე, საქართველოსთან ევროკავშირისა და ნატოს ურთიერთოებებს შეეხო.

ხაზი გაესვა რუმინეთის როლს NATO-ს ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებების რეალიზაციაში. ხაზი გაესვა NATO-სა და ევროკავშირთან საქართველოს შემდგომი ინტეგრაციის მნიშვნელობას და ამ მიზნით მაღალ დონეზე თანამშრომლობის ინტენსივობის მნიშვნელობას. 

ასევე განხილული იყო რეგიონში არსებული ვითარება და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის მომავალი ვიზიტი რუმინეთში მნიშვნელოვანი იმპულსი იქნება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებისათვის. 

თენგიზ ფხალაძემ სახელმწიფო მდივანს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთნ დაკავშირებით.

თავის მხრივ, კი, სახელმწიფო მდივანმა დანუტ ნიკოლაესკუმ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი რუმინეთის ურყევი მხარდაჭერა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics