22:38 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-08 23:13:14, 699 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტი სამხედრო გაწვევაზე: ასეთი ტიპის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უშიშროების საბჭოზე უნდა განიხილებოდეს

ასეთი ტიპის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა განიხილებოდეს უშიშროების საბჭოზე, - ამის შესახებ, სამხედრო სავალდებულო გაწვევაზე საუბრისას, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება ნაჩქარევად არ უნდა ხდებოდეს და მისი განხილვა უშიშროების საბჭოზე აუცილებელია. მისივე განცხადებით, სავალდებულო გაწვევის თემაზე მას უკვე ჰქონდა საუბარი თავდაცვის მინისტრთან და არსებობს შეთანხმება, რომ უახლოეს პერიოდში ამ საკითხის განხილვა უშიშროების საბჭოს ფორმატში მოხდეს.

"სამხედრო სავალდებულო გაწვევის გაუქმების გადაწყვეტილება უკავშირდებოდა პროფესიულ არმიაზე გადასვლას, თუმცა თინა ხიდაშელის გადაწყვეტილება იყო მხოლოდ ერთჯერადი აქტი. მიზანი იყო პროფესიულ არმიაზე გადასვლა, ამ მიზნისთვის შესაბამისი ნაბიჯები არ გადადგმულა. ასეთი ტიპის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა განიხილებოდეს უშიშროების საბჭოზე,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics