06:04 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-07 17:13:49, 830 ნახვა

პოლიტიკა
საყვარელიძე: მიხეილ სააკაშვილი უკრაინას არ დატოვებს, ის აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას გააგრძელებს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ძალისხმევებს არ იშურებდა, რომ მიხეილ სააკაშვილი განტევების ვაცად გამოეყვანა, თუმცა ეს არ გამოუვიდა, - ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ გამოცემა Gordonua-ს განუცხადა.

როგორც საყვარელიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი საკმაოდ მაღალი დონის არაორდინალური პოლიტიკოსია და ის უკრაინას არ დატოვებს.

"სააკაშვილის მომდევნო ქმედებები მიმართული იქნება ეროვნული ცვლილებებისკენ. სააკაშვილი არ არის ის პიროვნება, რომელიც თანამდებობებს ებღაუჭება. ვთვლი, რომ ეს მისი მხრიდან სწორი გადაწყვეტილებაა. ის ბოლომდე იბრძოდა, რათა ყველა რესურსი მაქსიმალურად ამოეწურა, თუმცა ყველა კლანი გაერთიანებულია და მუშაობაში ხელს უშლიდნენ. მათ წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლებელი გახდა. მიხეილ სააკაშვილი უკრაინას არ დატოვებს და აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას გააგრძელებს. თქვენ ამის შესახებ მალე გაიგებთ", - განაცხადა საყვარელიძემ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტი დატოვა. მან უკრაინის ხელისუფლება კორუფციაში დაადანაშაულა. მანამდე, თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება ოდესის პოლიციის უფროსმა გია ლორთქიფანიძემ მიიღო.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტს 2015 წლის 30 მაისინდან იკავებდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics