06:04 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-07 16:45:09, 619 ნახვა

პოლიტიკა
ჯანელიძე: იტალია საქართველოს ვიზალიბერალიზაციას უპირობო მხარდაჭერას უცხადებს

იტალია 2018 წლიდან ხდება ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა, აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპიდანვე დავიწყოთ აქტიური მუშაობა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ პრემიერ-მინისტრისა და იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ჯანელიძემ განმარტა, ამ მხრივ მუშაობა უკვე დაწყებულია და რეგულარულად იმართება კონსულტაციები, რომ ეუთო-ს თავმჯდომარეობის დროს იტალიამ ყველა ის საკითხი, რომელიც ჩვენს ინტერესშია მაქსიმალურად განიხილოს.

„ასევე, დღევანდელ შეხვედრაზე აქტიურად ვისაუბრეთ იტალიის,  როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს, ევროკავშირისა და  ნატო-ს წევრის როლზე“,-აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

რაც შეეხება საქართველოს ვიზალიბერალიზაციას, მინისტრის ინფორმაციით, იტალიის პოზიცია უკვე რამდენიმე თვეა, ცნობილია.

„მათ უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადეს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს, როდესაც 28 ქვეყანამ მიიღო საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის მხარდაჭერის გადაწყვეტილება. მათ შორის იტალიაც იყო.  საგარეო საქმეთა მინისტრმა, პაოლო ჯენტილონიმ პირადად ძალიან აქტიურად იმუშავა, რომ ამ მიმართულები საქართველოს მხარდაჭერა ჰქონოდა. ჩვენ დღეს არამარტო ვიზალიბერალიზაციაზე ვისაუბრეთ, არამედ ევროინტეგრაციასა და ნატო-ს წევრობის მხარდაჭერაზე, რომელსაც იტალიისგან ვიღებთ“, - აღნიშნა ჯანელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics