05:04 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-07 15:51:45, 673 ნახვა

პოლიტიკა
ჯენტილონი: იტალია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

იტალია საქართველოს მეგობარი ქვეყანაა და ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, - ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაოლო ჯენტილონიმ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში ვიზიტით ორი ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

„იტალია საქართველოს მეგობარი ქვეყანაა და ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს თითოეულ ნაბიჯს ნატო-სა და ევროკავშირისკენ. ვგეგმავთ ინვესტიციების გაზრდას საქართველოში და ამისთვის ორივე მხარის ძალისხმევა არის გასაზრდელი. ჩვენ შეგვიძლია იტალიაში ჩავატაროთ ბიზნესფორუმი, სადაც საქართველოს ბიზნესწრეები მიიღებენ მონაწილეობას და მოუთმენლად ველი პრემიერის ვიზიტს იანვარში”, - განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტისას ხელი ორ დოკუმენტს: „იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის ზოგადი განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მემორანდუმი“ და „იტალიის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის სამეცნიერო-კულტურული თანამშრომლობის თაობაზე მოეწერა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics