|
2016-11-07 10:58:08, 893 ნახვა
სამხედრო
ჯონ ნიკოლსონი საქართველოს მთავრობას საერთაშორისო უსაფრთხოების მისიებში შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის
საქართველოში ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის სარდალი გენერალი ჯონ ნიკოლსონი იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში გენერალი ნიკოლსონი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მან მედიისთვის განცხადება გააკეთა. ნიკოლსონმა საქართველოს მადლობა გადაუხადა იმ წვლილისთვის, რაც მას საერთაშორისო უსაფრთხოების მისიაში შეაქვს. „ვაფასებთ ქართველი ჯარისკაცებით წარმოდგენილი კონტინგენტის ღვაწლს. იმედი გავქვს, ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“,-განაცხადა ნიკოლსონმა. მისივე განმარტებით, ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ამასთან, გენერალმა ნიკოლსონმა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, ნატო-ს ბევრი მოკავშირე ქვეყანა სწორედ შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, ამიტომ მისი უსაფრთხოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ნიკოლსონი ამბობს, რომ ამ მიმართულებით სტრატეგია უკვე შემუშავებულია. თავის ამჟამინდელ პოზიციამდე გენერალ ჯონ ნიკოლსონს ეკავა ნატო-ს მოკავშირე სახმელეთო ძალების სარდლის თანამდებობა იზმირში, იგი მსახურობდა ავღანეთში და იყო აშშ-ის გაერთიანებული შტაბის პაკისტან-ავღანეთის საკოორდინაციო ჯგუფის დირექტორი. საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ გენერალ ჯონ ნიკოლსონის ვიზიტი საქართველო-ამერიკის ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელობას ადასტურებს. და რომ, ეს ვიზიტი არის აშშ-ის ვალდებულების კიდევ ერთი მაგალითი, გაზარდოს უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში.
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)