05:07 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-05 11:44:09, 892 ნახვა

პოლიტიკა
ჯო ბაიდენი რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის სამხედრო დაჯგუფების შექმნის გადაწყვეტილების რატიფიცირებას გმობს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის სამხედრო დაჯგუფების შექმნის გადაწყვეტილების რატიფიცირებას გმობს, - ამის შესახებ ბაიდენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გუშინ შემდგარ სატელეფონო საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას თეთრი სახლის ვებგვერდი ავრცელებს. 

ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა რეგიონში საქართველოს დემოკრატიულ წინსვლას. მან ასევე, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში აშშ-ის მხარდაჭერა დაადასტურა  . 

როგორც თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბაიდენმა გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. 

საუბრისას ლიდერები შეთანხმდენენ, რომ „ქართული ოცნების“ უმრავლესობით გამარჯვება არის საზოგადოების მხრიდან გამოვლენილი უდიდესი ნდობა, რომელიც დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს მთავრობას და ასევე, არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ხელისუფლებისთვის, საკუთარი რეფორმატორული პოლიტიკა გაატაროს.

ვიცე-პრეზიდენტმა მოუწოდა გიორგი კვირიკაშვილს, არჩევნებში მოპოვებული შედეგებით გააგრძელოს საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმირების პროცესი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში შემდგომი ინტეგრაციისათვის. 

ცნობისთვის, რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის ჯართა გაერთიანებული დაჯგუფება შეიქმნება. რუსეთის სახელმწიფო დუმამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics