|
2016-11-03 15:49:12, 1206 ნახვა
კომენტარი
ჯანელიძე: აფხაზეთისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნით, 2008 წლის შეთანხმების პირობები ირღვევა
„ეს არის ქმედება, რომელიც ნამდვილად არ არის მიმართული რეგიონში უსაფრთხოებისადმი, ირღვევა 2008 წლის შეთანხმება“,-ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის მიერ რუსეთისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის შეიარღებული ძალების გაერთიანებულ დაჯგუფებას. მინისტრის შეფასებით, ეს იმ პოლიტიკის გამოხატულებაა, რომელსაც რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ახორციელებს. „ეს არის ქმედება, რომელიც ნამდვილად არ არის მიმართული რეგიონში უსაფრთხოებისადმი, ირღვევა როგორც 2008 წლის შეთანხმება ასევე ირღვევა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები და ნორმები. ჩვენ ამაზე უკვე მოვახდინეთ რეაგირება, როგორც 2015 ასევე დღესაც და ჩვენი მხრიდან ეს საკითხი დგას ყველა შესაბამის საერთაშორისო ფორმატში, დღეს აღნიშნული საკითხი ეუთო-ს მუდმივი წარმომადგენლების ფორმატშიც განიხილება“, - აღნიშნა ჯანელიძემ.
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
რუბიო: აშშ-მ „დაბადების ტურიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ერთ თვეში 600-ზე მეტი ვიზა გააუქმა
აშშ-ის დაზვერვამ ევროპა გააფრთხილა, რომ პუტინი „ჰიბრიდულ“ თავდასხმას ამზადებს
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)